სოსო ფხაკაძე - პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 20 ოქტომბერი 2020, 18:26

დღეს ეს იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩვენი საუბრის. პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გვითხრა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება. ეს იყო ბიზნესის ერთსულოვანი თხოვნაც, რომ ასეთი ჩაკეტვები აღარ მოხდეს და ამას არანაირად არ აპირებს, – ამის შესახებ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერ-მინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ლოკდაუნს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

„პირველი, რაც გვითხრა პრემიერ-მინისტრმა იყო ეს და შემდეგ დისკუსიის პროცესში  რამდენჯერმე ახსენა. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას ორი მიზეზის გამო – საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი უკვე, რომ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაწყდეს პრობლემა. მაშინდელი პერიოდი და დღევანდელი პერიოდი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა ჩაკეტვა, რომ თეორიულადაც მოხდეს უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე რაიმე სიკეთე იქნება. ამაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამაში მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ამას არ აპირებს და ამის გაკეთება არ იქნება სწორი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. იმ ხალხთან ჩამოდიო ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, მართლა რომ ჩავიდე და ვიღაცამ რაღაცა ქნას, რადგან ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება აქციაზე, მერე რას შვრებით ხალხო?
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ ხვალაც გაგრძელდება
დიმიტრი გვრიტიშვილი - მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში, მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები
მამუკა მდინარაძე - გვსმენია „ფრანკლინის კლუბის“, „კანვასის“ შესახებ, გვინახავს ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები, ყველა დაფინანსებული იყო გარე აქტორების მიერ
არქივი