სოზარ სუბარი: ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, ჩაიდინა სამშობლოს ღალატის აქტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 20 ოქტომბერი 2020, 17:38
ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით - ვიცოდით რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაიდინა ღალატის აქტის სამშობლოს ღალატის, სახელმწიფოს ღალატის აქტი, როდესაც ყოველგვარი საბუთების გარეშე გამოაცხადა რომ უდაბნო და ჩიჩხიტური არ არის საქართველოს ტერიტორია. ყველა დეტალი, ყველა საბუთი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მისი თქმით, ზურა ნოღაიდელს რომ არ ეთქვა, ისედაც ძალიან კარგად ჩანდა იმ განცხადებებში, რომელიც 2001,2007,2012 წლებში გააკეთეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის ისტორიული ბედის უკუღმართობა, რომ ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როდესაც ყველა დეტალი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

,,მართალია მათ გააქრეს ეს რუკები, მაგრამ ღვთის მადლით ეს რუკები იქნა მოძიებული, მოძიებულ იქნა ძალიან პატრიოტი ადამიანების დახმარებით და მაშინ როცა საბუთები გამოჩნდა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ ეს მართლა მეგობრული მოლაპარაკებების გზით უნდა მოვაგვაროთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან, კიდევ უფრო საოცრებას ჩადიან ეს მოღალატეები, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ამ საბუთებს არ აქვს იურიდიული ძალა, ეს არის არსაიდან მოტანილი, ამათზე დაყრდნობა არ შეიძლება და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რაც თავის დროზე გააკეთეს, როცა სავარაუდოდ გაყიდეს ეს ტერიტორიები და ამ გაყიდვის ფასი თვითონვე გამოაცხადეს, იმიტომ რომ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრი, პარლამენტის წევრები, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია და თუ რაიმე საბუთი ამტკიცებს რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის აღარაა საბუთი და ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ამით ბუნებრივია მხარეს რომელთანაც ამ შემთხვევაში გასარკვევი გვაქვს სად გადის საზღვარი იმას აძლევენ იარაღს ხელში და ის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ბუნებრივია როგორც ჩვენ ვცდილობთ რომ გარკვეულ საზღვრებზე დავამტკიცოთ რომ ეს არის ჩვენს მხარეს, ისე ისინი ეცდებიან, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ გაუგებარი და აღმაშფოთებელი”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
არქივი