სომხეთის განათლების მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 30 სექტემბერი 2020, 23:21

სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა   ფეისბუქის  საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დღეს მე გადავწყვიტე, მიმემართა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთვის, რათა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას“, – წერს სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერისა გამო მიიღო.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
არქივი