კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 18 სექტემბერი 2020, 18:20

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა იმოშობიარა.

როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, 38 კვირის ორსული „ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს.

„კლინიკაში შემოყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება გაუწიეს კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ“, – აცხადებენ კლინიკაში.

თეონა ლორთქიფანიძის განცხადებით, ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

„დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი“, – განაცხადა თეონა ლორთქიფანიძემ.

კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში ამ დროისთვის კოვიდდადებითი 60 პაციენტი მკურნალობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
ნიუ-იორკის სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის საქმის განხილვა მიმდინარეობს, 37 წლის მამაკაცმა თავი დაიწვა
გურამ მაჭარაშვილი: კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები
სალომე სამადაშვილი: ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ უნდა გაჩერდეს - მაუზერი არ გვჭირდება იმიტომ, რომ ისედაც ეშინია პაპუაშვილს ჩვენი
არქივი