ზურაბ პოლოლიკაშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს დეკლარაცია არის მსოფლიო მასშტაბით აღიარება, რომ საქართველო არის დაცული და მწვანე ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 16 სექტემბერი 2020, 19:54

ეს იყო გაერო-ს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას, ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მოხდა.

„მე შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე ტურიზმისთვის და ეს ყველაფერი საქართველოში მოხდა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პრემიერ-მინისტრის ყოფნა და დასწრება დღევანდელ ცერემონიაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და პრიორიტეტად აღიქვამს ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. სწორედ ეს დეკლარაცია არის იმის აღიარება მსოფლიო მასშტაბით, რომ საქართველო არის დაცული და მწვანე ქვეყანა, როგორც დღეს მოიხსენიებენ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ იყო მესიჯი, რომ საქართველოში ჩამოსვლაც შესაძლებელია. 30-ზე მეტი ეროვნების ადამიანმა მოიყარა თავი, დაახლოებით 150 სტუმარი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ქვეყნებს შორის. იყო რამდენიმე კონტინენტი, როგორიც არის აფრიკა, ამერიკის კონტინენტი, პირველად ეწვია ასეთი დიდი მოცულობისა და მაღალი რანგის სტუმრები. მე ვფიქრობ, რომ ეს მისცემს ამ ქვეყნებს დაახლოების საშუალებას, პირველ რიგში, ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ შესაძლებელია, გაიხსნას საზღვრები და ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები.

„თბილისის დეკლარაცია მიღებული იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრების მიერ. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ შესაძლებელია, გაიხსნას საზღვრები, ქვეყნებმა დაამყარონ ერთმანეთთან ურთიერთობები. ეს იყო გაერო-ს ორგანიზაციების პირველი შეხვედრა პანდემიის შემდეგ, ჰიბრიდული შეხვედრა – ასე ერქვა და ის, რომ 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, იძლევა საფუძველს, ვთქვათ, რომ ტურიზმი იწყებს აღდგენას. ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში და დეკლარაცია ეძღვნებოდა, რომ შესაძლებელია საზღვრების გახსნა, სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის მეშვეობით და სანიტარული ნორმების დაცვით შესაძლებელია, ადამიანებმა დაიწყონ მოგზაურობა. შევთანხმდით, რომ ეს კოოპერაცია და ურთიერთობა გაგრძელდება“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი