გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში გარდაცვლილის დედას დაკითხავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 16 სექტემბერი 2020, 19:12

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილის დედას, თამუნა შალვაშვილს დაკითხავენ.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, ვინაიდან შალვაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, ბრალდების მხარემ სასამართლოში მისი პოზიციის დაფიქსირება მიზანშეწონილად მიიჩნია.

"დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა, აღნიშნული ქალბატონი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი მათ შორის, ძალადობაზე და თავდასხმის ნაწილში. მას როგორც დაზარალებულს და უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია იყოს ცნობილი. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის სიაში იყო და ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა სასამართლოში გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოესმინა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიუხედავად შსს-ს გაფრთხილებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
დავით კაჭარავა: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჰქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ
ისპაჰანის სასამართლომ პოპულარულ რეპერ თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა
ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე - ტენდერი და მუსიკაო - ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს
არქივი