პრემიერი - საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება შეძლო და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 16 სექტემბერი 2020, 10:30

საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება შეძლო და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოსთვის ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი მოვლენა სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორისთვის საქართველოში პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა“,-განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი