გიორგი გახარია - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის გარეთ, საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 16 სექტემბერი 2020, 10:21

საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე განაცხადა.

„მოგესალმებით საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აღმასრულებელი საბჭოს წევრების ქვეყნებთან ერთად, უდიდესი წვლილი მიუძღვის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით დასაფასებელია დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების გამო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექიმი - აქციიდან ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია რამდენიმე პირი, რომელთაც კვლევები უტარდებათ, პირველადი დათვალიერებით, მძიმე დაზიანებები არ ვლინდება
გოგა ხაინდრავა - ამხანაგმა სალომემ ცკ-ში გვიჩივლა
ლაშა ბასლანძე: ჩემთვის ევროპა გამჭვირვალობაა, რუსეთია ცენზურა
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 17 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
მარინა ლობჟანიძე: მთავარი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს, დავკარგეთ სიყვარული, ძალიან ცოტა ქართველებმა, პატარა სახელმწიფომ, რომელსაც ამხელა ისტორიული წარსული აქვს. რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს, დღეს ამ სიყვარულს აღარ ვეძებთ
არქივი