კორონავირუსი დაუდგინდა ორი მასწავლებელს ჩოხატაურში და ორს ოზურგეთში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 13 სექტემბერი 2020, 21:49

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, „კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა ჩოხატაურში.  ინფიცირებულები პედაგოგები არიან. ეპიდემიოლოგები კონტაქტების დადგენას იწყებენ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტირება.  

კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები ამჯერადაც, პედაგოგები არიან. ისინი შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ.

„სამწუხაროდ, კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა. ახლა ვიწყებთ კონტაქტების მოძიებას. ყველა მათგანს ჩაუტარდება პისიარკვლევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პარლამენტი PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სოზარ სუბარი: სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას
პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სამტრედიაში ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
არქივი