კოვიდინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ საქართველოში პირველად გამოიყენეს პლაზმაფერეზის მეთოდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 06 მაისი 2020, 23:45
საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავდმყოფოს გენერალური დირექტორმითენგიზ ცერცვაძემ.  

თენგიზ ცერცვაძე საქართველოში COVID-19-ის დროს პლაზმაფერეზის წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტებისა და ახალი სამკურნალო მიდგომების დასადგენად. მათ შორისაა  პლაზმაფერეზი. 

„ციტოკინები და ანთების მედიატორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ COVID-19-ის პათოგენეზში, ხშირად განაპირობებენ დაავადების სიმძიმეს და ზოგჯერ ლეტალურ გამოსავალსაც. შესაბამისად, სისხლში მათი რაოდენობის შემცირება ერთ-ერთ პერსპექტულ მიდგომად ითვლება COVID-19-ის მკურნალობაში.

ა.წ. 10 აპრილს, აშშ FDA-იმ გასცა ნებართვა ე.წ. „ექსტრაკორპორული სისხლის გაწმენდის“ მეთოდების გამოყენებაზე 18 წელზე მეტი ასაკის მქონე COVID-19-ით მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებულნი არიან ინტენსიური თერაპიის ბლოკში.

ავადზყოფი - კ.ა. მამაკაცი, 60 წლის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში შემოვიდა COVID-19-ის დიაგნოზით ა.წ. 1 აპრილს. შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, ძლიერი ადინამია, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. რადიოლოგიურად დაფიქსირდა ორმხრივი ფილტვების ანთება და რიგი სერიოზული გადახრები ლაბორატორიული კვლევებით. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ჰიდროქსიქლოროქინით(პლაქვენილით), ანტიბიოტიკებით, ფრაქსიპარინით და სხვ. მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და სხვ. სისხლის და ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევით ბაქტერიული კულტურის ზრდა არ დაფიქსირდა. სისხლში ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი - 47 pg/mL (N <7 pg/mL). ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ჩაითვალა, რომ პაციენტის დამძიმების მიზეზი იყო ე.წ. „ციტოკინური შტორმი“.

ა.წ. 13 აპრილს ავადმყოფს ჩაუტარდა პლაზმაფერეზის პროცედურა. მარჯვენა იდაყვის ვენის მიდგომით მოშორდა 2 ლ-მდე მომწვანო ფერის პლაზმა. ჩანაცვლება მოხდა ახლადგაყინული პლაზმით და ალბუმინის ადეკვატური რაოდენობით. პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ. თუმცა ამ უკანასკნელების სრული ნორმალიზება არ მომხდარა. ა.წ. 18 აპრილს გაკეთდა პლაზმაფერეზის მე-2 პროცედურა, რის შემდეგაც ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი შემცირდა 4,75 pg/mL-მდე. მოხდა სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზება და ა.წ. 26 აპრილიდან მას არანაირი კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა. ა.წ. 1 და 2 მაისს 24 საათის ინტერვალით ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალაში SARS-CoV-2-ის რნმ-ზე პჯრ კვლევით მიღებულ იქნა უარყოფითი შედეგი, რის შემდეგაც პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გაჯანმრთელებულ მდგომარეობაში.

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში, ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“ , - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია?
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
არქივი